"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ისთ ფოინთში.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი:
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი (2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: ხელფასი+ ყოველთვიური ბონუსი
განსახორციელებელი საქმიანობა:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ დაზღვევას
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ისთ ფოინთში".