ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული და მზარდი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია "Apart Development" აცხადებს შერჩევას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის დროში განაწილებული გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შექმნა;
** სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა;
** სამშენებლო პროცესების ზედამხედველობა პროექტის მიმდინარეობისას;
** სამშენებლო სტანდარტების მონიტორინგი;
** მშენებლებთან კომუნიკაცია და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება;
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან, ან პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან;
** სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი, შეხვედრა და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება კონტაქტორებთან;
** ზედმიწევნით და მკაცრად დაცვა ყველა იმ წინასწარ გაწერილი გეგმისა და გრაფიკისა (ბიუჯეტი, ვადები, სტანდარტი და ხარისხი);
** სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი, რეგულარული ჩართულობა პროექტის ბიუჯეტირებაში;
** პროექტის დეტალური დაგეგმვის სამუშაოების კოორდინაცია, მასში ყველა საჭირო სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** პროექტის რისკების შეფასება/ანალიზი და მინიმუმამდე დაყვანა;
** გეგმის მიხედვით სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობა, გადახრების გამოვლენა, მიზეზების მოკვლევა და რეაგირების დაგეგმვა;
** პროექტის ხარისხის შესრულების კონტროლი;
** პროექტის დინამიკასთან დაკავშირებით რეპორტების, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
** სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** სამშენებლო წესებისა და რეგულაციების შესაბამისი ცოდნა;
** სამშენებლო სფეროში 3 წლიანი გამოცდილება;
** AutoCad, ArchiCad - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@apart.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!