შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
განაცხადის მიღების ვადა: 15 ივნისი
პოზიცია - ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი
** უშუალო დაქვემდებარება - ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის სუპერვაიზერი
** დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის #23 ა
** გრაფიკი - ცვლიანი გრაფიკი
** ანაზღაურება - 900 ლარი+ბონუსი
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის პროდუქტზე 50%-იანი ფასდაკლება
** FitPass
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის ზარების მიღება, პრობლემის იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში, აღმოფხვრა;
** ტექნიკური პრობლემის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში, მისი აღმოფხვრის მიზნით;
** მომხმარებლის ინფორმირება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის ვადებთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის ინფორმირება მომსახურების ზოგად პირობებთან დაკავშირებით;
** დადგენილი წესით, მონაცემთა ბაზაში ცვლილების დაფიქსირება;
** მოთხოვნისამებრ, საორიენტაციო პროგრამაში მონაწილეობა - სამუშაო ადგილზე ახალი თანამშრომლის/სტაჟიორის დატრენინგება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება
პასუხისმგებლობები:
** მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
** მომსახურების სტანდარტის და ინსტრუქციების დაცვა;
** კომპანიისა და აბონენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილით;
** ცოდნა - ა) ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის ცოდნა, ბ) აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა, გ) რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
უნარები/შესაძლებლობები:
** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავისი კომპეტენციის ფარგლებში);
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი".
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!