მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესი", ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს ქოლცენტრის ქართულენოვანი ოპერატორის პოზიციაზე.
თუ გაქვთ გამართული მეტყველება, ხართ კომუნიკაბელური და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge 2023 წლის 15 ივნისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ქოლცენტრის ქართულენოვანი ოპერატორი".
ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, გადამზადების სრულ კურსსა და ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს - საჩუქრად.
კლიენტსერვისსა და ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მცირე უპირატესობა მიენიჭებათ.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნესცენტრი "მოზაიკა"
ანაზღაურება - ფიქსირებული, ვრიცხავთ 2 კვირაში ერთხელ.
სამუშაოს აღწერილობა:
** გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება და საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის სრულყოფილი და კომპეტენტური ინფორმირება ორგანიზაციაში არსებულ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით;
** დისტანციური არხებით პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** სიახლეებთან დაკავშირებით დაინტერესებული მომხმარებლებისათვის სრულყოფილად და ამომწურავად ინფორმაციის მიწოდება.
"ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!