www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: kamkama.ge
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია "kamkama.ge" აცხადებს ვაკანსიას, ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე (წყლის საფილტრაციო სისტემების მიმართულებით).

კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა და შემდგომი პროფესიული განვითარება მოხდება ადგილზე, მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით

ფუნქცია-მოვალეობები:

** საფილტრაციო სისტემების სახეობების და მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ფილტრაციის ტექნოლოგიური სქემების შექმნა;
** საფილტრაციო სისტემების გათვლები;
** ფილტრაციის მუშა პროექტების შექმნა;
** დაპროექტებული სისტემების მონტაჟში და გაშვება-რეგულირებაში მონაწილეობა;
** პარტნიორი ბრენდების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა და მათთან კომუნიკაციაში მონაწილეობა;

ცოდნა და გამოცდილება:

** ტექნიკური განათლება, სასურველია წყალმომარაგების დარგში;
** საფილტრაციო სისტემებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური ან რუსული ენების ფლობა;
** AutoCAD, REVIT პროგრამების ცოდნა ან შესწავლის სურვილი;

გრაფიკი/პირობები:

** გრაფიკი: სრული.
** მდებარეობა: დიღმის მასივი, ეთერ ბოცვაძის ქუჩა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** Fitpass;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |