ფინანსური ოფისში, ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, ვეძებთ გუნდის წევრს.
პოზიციის ძირითადი როლი
ყოველდღიური დამხმარე ოპერაციების წარმოება, რაც უზრუნველყოფს ოფისის შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობას.
ძირითადი ფუნქციები:
** სხვადასხვა აქტივობების/შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება და საჭირო რესურსის მობილიზება. შეხვედრისთვის საჭირო დოკუმენატაციის მომზადება;
** კალენდრების მართვა, მენეჯმენტის დახმარება საკომუნიკაციო საკითხებში - სატელეფონო ზარებზე პასუხი, წერილების მიღება/გაგზავნა;
** საოფისე ინვენტარის მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების განხორციელება;
** დოკუმენტაციის მართვა - ხელშეკრულებების/დანართების მოწესრიგება, შევსება, აღრიცხვა, შენახვა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების/პოლიტიკების ადმინისტრირება და აღნიშნულის გარშემო თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
** სადაზღვეო პროვაიდერებთან ურთიერთობა და დაკავშურებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის ადმინისტრირება
რას უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:
** ჰქონდეს კარგი ორგანიზების უნარი
** იყოს პროაქტიული
** შეეძლოს პროცესების დამოუკიდებლად მართვა
** ჰქონდეს კარგი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** სასურველია ამ და მსგავსი მიმართულებით მცირედი გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09.30-18.30
რას ვთავაზობთ:
** სტაბილურ და დინამიურ გარემოს, რომელიც თანამშრომლის კარგად ყოფნაზეა ორიენტირებული;
** განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ, კეთილგანწყობილ და განვითარებაზე ორინეტირებულ გუნდს;
ფინანსური ოფისის შესახებ
ფინანსური ოფისი არის საერთაშორისო ალიანსის "MSI Global"-ის, ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში და უკვე 12 წელია საქმიანობს ბაზარზე.
გუნდი შედგება 40 ფინოელისგან.
ფინანსური ოფისი კომპანიებს ეხმარება საბუღალტრო, ფინანსურ, საგადასახადო საკითხების მოგვარებაში მართვაშიდა უზრუნველყოფს მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენთან დაკავშირება
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე მცირე სამოტივაციო წერილთან ერთად მოგვაწოდეთ ელ.ფოსტაზე hr@fino.ge
განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეულ კანიდადატებს.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!