www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარეკლამო საქმის ხელოსანი
მომწოდებელი: FLEXMEDIA
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ფართოფორმატიანი ბეჭდვა; პრომო მომსახურება; დიზაინი; პრომო აქსესუარების ბრენდირება; ციფრული და ობსეტური ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;

სარეკლამო კომპანია "FLEXMEDIA" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო საქმის ხელოსნის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)

ძირითადი მოვალეობები:

** დაჭრილი მასალიდან საბოლოო პროდუქციის დამზადება;
** პროდუქციის დახარისხება/დაჭრა სპეციალური იარაღის დახმარებით;
** მოცულობითი ასოების დამზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
** საშუალო განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას;
** ანაზღაურება - 1000-1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (შაბათ/კვირა დასვენება)
** კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სარეკლამო საქმის ხელოსანი".

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |