www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა", არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND, MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://orbita.ge/

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას 1C მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი 

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდი ფულის მიღება/გაცემა სალაროში და ნაშთების კონტროლი;
** სალაროსა და საბანკო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა;
** ყოველდღიური სალაროს ნაშთების კონტროლის რეპორტის წარმოება;
** ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების აღრიცხვა და კონტროლი;
** მიღება-ჩაბარებების მომზადება;
** სალარო აპარატების აღრიცხვა და კონტროლი;
** Z ანგარიშების და სალაროს დოკუმენტების დაარქივება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა;
** სასურველია 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |