კომპანია "დეკოლაინი" წარმოადგენს სამშენებლო სარემონტო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს. ასევე, არქიტექტურულ მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: https://decoline.ge/
ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება - ბიუჯეტთან მიმართებით ფაქტების ანალიზი;
** ყოველთვიური სამუშაო კაპიტალის ანალიზი/მონიტორინგი;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
** საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან;.
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება, მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიის დებიტორების რეგულარული კონტროლი;
** კომპანიის მომგებიანობაზე ზეგავლენის მქონე პროცესებისა და ფაქტორების ანალიზი;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad)
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@decoline.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!