www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ნაბუ
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

მოდისა და სილამაზის სფეროში ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "NABU" აცხადებს ვაკანსია, მხოლოდ ქალბატონებისათვის, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე.
** სამუშაო განრიგი: სრული, კვირაში 5 დღე - 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით
** ჯანმრთელობის დაზღვევა

აუცილებელი მოთხოვნა:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** ინგლისური ენა მინიმუმ B2

ძირითადი მოვალეობები:

** ყველანაირი საბუღალტრო გატარებების წარმოება.
** საგადასახადო დეკლარირება;
** მუდმივი კონტროლი არსებულ ანგარიშებზე (დებიტორ-კრედიტორებთან არსებული მდგომარეობა, ფულის მოძრაობა)
** ყოველთვიურად ფინანსური ანგარიშების მომზადება (მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში)
** ბუღალტრული დოკუმენტაციის სისრულესა და სიზუსტეში მოყვანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით)
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ("ორისი" აუცილებელია)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, MS Office, Internet

პიროვნული თვისებები და უნარები-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი ბუღალტერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |