სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ფასწარმოქმნის მენეჯერის ასისტენტის პოზიციას.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტურიზმის, სპეციალობების განხრით);
** აუცილებელი ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
მოვალეობები:
** სარეზერვაციო სისტემაში მონაცემების შეყვანა.
** სარეზერვაციო სისტემაში მონაცემების განახლება/ცვლილება.
** სისტემაში სასტუმროების ფასების შეყვანა/განახლება.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
** გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gdm.ge აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).