www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო მემონტაჟე-ოპერატორი
მომწოდებელი: Smart Academy
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"სმარტ აკადემია" 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება 5 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პიროვნული განვითარება.

ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ახალ წევრს Video Editor/Operator -ის პოზიცია:

რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სოციალური მედიის არხებისთვის ვიდეოების გადაღება და მონტაჟი;
** ტექნიკურად სრულფასოვანი (Audio-Video) მონტაჟის წარმოება;
** დასამუშავებელი ვიდეოს მიღება და ტექნიკურად გამართვა;

მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის ახალ წევრს:

** ექნება მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე პოზიციაზე;
** სამონტაჟე პროგრამებში მუშაობის (Adobe Premiere Pro, Adobe After Effects) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს 50%-100%-მდე დაფინანსებას "სმარტ აკადემიის" ნებისმიერ კურსზე;

სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00, კვირაში 35 საათი
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2.

რეზიუმე გამოგვიგზავნე აქ: talents@smartacademy.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობიან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "სმარტ გრუფის" მიერ, რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |