შპს "ქარმოლი" წარმოადგენს ახალი და მეორადი ავტომობილების ყიდვა, გაყიდვის, იმპორტის და ავტომობილებთან დაკავშირებული სხვა მომსახურების კომპანიას.
"ქარმოლი" ბაზარზე შემოსულია ინოვაციური პროექტებით, რომლის განხორციელებისთვის ეძებს მიზანდასახულ, მოტივირებულ და საქმისადმი ერთგულ კადრებს.
კომპანია "ქარმოლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ხარ ავტოინდუსტრიისა და გაყიდვების ენთუზიასტი, შანსი გაქვს შენი ცოდნით დაეხმარო ავტომობილის მაძიებლებს იდეალური მანქანის პოვნაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლის მოძიება, გაყიდვების არხების შემუშავება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი უშუალოდ ხელმძღვანელთან;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა.
კვალიფიკაცია:
** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა;
** აუცილებელია საავტომობილო ბაზარზე ავტომობილების ფასების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** თავაზიანი კომუნიკაცია;
** ეფექტური და სწრაფი მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** გულისყურით მოსმენის უნარი.
ქალაქი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: info@carmall.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი"