კომპანია "extra.ge" აცხადებს ვაკანსიას - მომხმარებელთა მრჩეველის პოზიციაზე.
extra.ge არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს. extra.ge - ს ვებ გვერდზე შესაძლებელია მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.
extra.ge-ს მაღაზიების ციფრული პლატფორმა უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს: https://extra.ge/
Extra.ge-ში მომხმარებელთა მრჩევლის როლი მოიაზრებს:
** მომხმარებლებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევას;
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას;
** გამავალი ზარების განხორციელებას პროდუქციის გაყიდვების მიზნით;
** ონლაინ ჩათის მართვას;
** რეპორტების წარმოებას.
ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ, თუ:
** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაქვს გუნდური მუშაობის უნარი;
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი;
** დღის ცვლადი ცვლა: 10:00 - 19:00; 11:00 - 20:00; 14:00 - 23:00
** ან საღამოს ცვლა, მუდმივად: 13:00 - 22:00
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, შეავსო ინფორმაცია და გამოგვიგზავნო CV ლინკზე https://bit.ly/3g2x0px
თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.