ძალიან მალე, თბილისში იხსნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "CASTOR AND POLLUX HOTEL", რომელიც მოემსახურება სტუმრებს რესტორნით, ბარით, საკონფერენციო დარბაზითა და სხვა დამატებითი სერვისებით.
ვეძებთ ენერგიულ და მიზანდასახულ მიმტანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა N47 (ვერა)
ანაზღაურება: 900 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** სტუმრისთვის ყოველთვიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხვედელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე reservation@castorpollux.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!