www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: CAD-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას გეოსაინფორმაციო სისტემებისა და გეოდეზიის სამსახურის CAD-ის სპეციალისტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან პროფესიული განათლება;
** გეოდეზიურ საქმიანობაში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:

** საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და ტოპო გეგმების მომზადების გამოცდილება;
** GIS მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში რიცხული ქსელისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება;
** ნახაზების შედგენა, აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა და მონაცემთა ბაზაში ასახვა;
** მონაცემთა ბაზის განახლება/მართვა;
** კანცელარიის პროგრამით სხვადასხვა ტიპის განცხადების მიღება/დამუშავება;

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

** Microsoft OFFICE;
** GIS;
** AUTOCAD;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 საათამდე;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. #18ა
** ანაზღაურება: შეთანხმებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან vacancies@te.ge (ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 12 ოქტომბერი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |