"ეისითი" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ ადამიანს კვლევის ინტერვიუერის პოზიციაზე (რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვა შესაბამისი პროცედურებით), ქალაქ ბათუმში. კვლევის სამუშაო არეალი არის აჭარის რეგიონი: ბათუმი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური, ხულო და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოფლები.
შენ, როგორც ინტერვიუერს, გექნება შესაძლებლობა მრავალფეროვან, საინტერესო პროექტებში მიიღო მონაწილეობა, გაიგო საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე და ამავე დროს გქონდეს მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
"ეისითი" კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com
ვის ვეძებთ:
** ხარ თვითორგანიზებული და ცნობისმოყვარე;
** პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;
** გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გაქვს სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** გაქვს გუნდური მუშაობის და ინტერპერსონალური უნარები.
რისი გაკეთება მოგიწევს:
** პირისპირ ინტერვიუების ჩატარება კარდაკარის პრინციპით (მოსახლეობაში, ოჯახის და ოჯახის წევრის შერჩევა ინტერვიუს ჩატარების მიზნით), პროექტით განსაზღვრულ ვადებში;
** ინტერვიუს მსვლელობისას კითხვარის შევსება;
** ზოგად/პროექტებით გათვალისწინებულ ტრენინგებზე დასწრება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული/განსაზღვრული ინსტრუქციების დაცვა;
** განხორციელებული სამუშაოს ანგარიშგება საველე სამუშაოების წამყვან სპეციალისტთან.
კარგი იქნება რომ გქონდეს: უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება: არ არის აუცილებელი
სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება
ანაზღაურება: გამომუშავებით-შესრულებული პროექტების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე 2023 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით: https://forms.gle/q9cRzZP1UNdKr1wu6
გისურვებთ წარმატებას!