სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, , მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.
სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას - დამხმარე სამუშაოთა მწარმოებლის ვაკანსიაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის 1ა.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლში მონაწილეობა;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო აქტებისა და ფორმა 2-ის შესწავლა/წარმოება;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერის პროცესში მონაწილეობა და მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
** სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინრის საქმიანობის კონტროლში ჩართულობა;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
** სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან დაკავშირებით);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით;
** პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პროგრამების ცოდნა საბაზისოდ (Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** გამოსაცდელი ვადის შემდგომ ყოველთვიური დანამატი არასრულწლოვან შვილზე;
** კვარტალში ერთი DayOff-ის შესაძლებლობა;
** Fitpass;
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2023 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.