www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა" . 20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს.

სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი (კვირაში 40 საათი);
** დასვენება: კვირაში 2 დღე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურსათო ტიპის მაღაზია);
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** MS Word/MS Excel- პროგრამების ცოდნა;

მოვალეობები:

** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი (კომპანიის სტანდარტების შესაბამისად);
** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა;
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტების თაროები პროდუქციით კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
** პლანოგრამების აწყობა;
** ახალი ობიექტების გახსნისას დაგეგმარებაში თანამონაწილეობა;
** მარკეტინგული პოს.მასალების განთავსება;
** იმპულსური ზონების მოწყობა;
** უზრუნველყოს ფასმაჩვენებლებით სავაჭრო ობიექტებზე განთავსებულ პროდუქციაზე;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |