"Gastronome Group"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით.
"Gastronome"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
** ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება;
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებზე გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების ზუსტად დაცვა.
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
ანაზღაურება: 900 ლარი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ
სამუშაო ადგილი: ისანი-სამგორის რაიონი (ნადარეიშვილის ქუჩა)
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge; სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!