www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტისა და საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და ამჟამად 430-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ქვეყნის მასშტაბით.

ამჟამად, ჩვენს კომერციულ გუნდში, ვეძებთ იმპორტისა და საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების (Private Label) მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს FMCG პროდუქტების იმპორტის სრულ ციკლს და ასევე ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის სავაჭრო ნიშნით პროდუქტების წარმოებას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის/კატეგორიის ბაზრის სიღრმისეულად შესწავლა და ანალიზი;
** საერთაშორისო/ადგილობრივი კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება, მათ შორის საკუთარი სავაჭრო ნიშნის ქვეშ პროდუქციის წარმოებისათვის;
** პროდუქტის შემოტანისათვის/შექმნისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო შესყიდვებთან, ტრანსპორტირებასთან, ლოგისტიკასთან და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პროცესების მართვა.
** ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების შერჩევა საკუთარი სავაჭრო ნიშნის ქვეშ პროდუქციის წარმოებისთვის;
** წარმოებული პროდუქტებისთვის ფასწარმოქმნის წარმოება;
** მოლაპარაკების წარმოება არსებულ მომწოდებლებთან პირობების გაუმჯობესების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** FMCG სექტორში იმპორტის/ ბრენდ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Ms Excel) ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი.

მზად ხარ გამოწვევებისათვის?

მაშინ გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge, ხოლო სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "იმპორტისა და საკუთარი სავაჭრო ნიშნის პროდუქტების (Private Label) მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2023 წელი

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |