www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური კაპიტალის მართვისა და განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მართვისა და განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა
** ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** შინაგანაწესის პერიოდული გადახედვა/განახლებაში მონაწილეობის მიღება და შესრულების კონტროლი
** სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება, პერიოდულ გადახედვა/განახლებაში მონაწილეობის მიღება, დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა და ფაილინგი.
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება (დადგენილი ნუსხის მიხედვით)/ფაილინგი
** შვებულების, მივლინების, დასწრება/დაგვიანების აღრიცხვა და კონტროლი
** წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და გაცნობის უზრუნველყოფა
** ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული მოდულების პროგრამაში ინტეგრაცია გამართულად მუშობის ხელშეწყობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30 საათამდე.
განათლება/გამოცდილება
უმაღლესი განათლება სოციოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით
არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სპეციალისტის მიმართულებით.

კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირება
** ორგანიზებულობა
** შედეგზე ორიენტირება
** დისციპლინა

მოთხოვნები:

** რუსული ენის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS office; 1C; CRM

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსიას "ადამიანური კაპიტალის მართვისა და განვითარების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |