www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: არალი
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

შპს "არალი" დაარსდა 2004 წელს. კომპანია დაარსების დღიდან ოპერირებს საგზაო და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით. ჯამურად დასრულებული 100-ზე მეტი და ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე 25 სამშენებლო პროექტით, შპს "არალი" ინფრასტრუქტურული ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ასევე წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის უმსხვილეს კომპანიებთან.

სამშენებლო კომპანია "არალი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფალიაშვილის ქ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** საოფისე მარაგების მართვა;
** საოფისე ავეჯის, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა;
** ოფისში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი;
** სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
** სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა;
** მივლინებებისათვის ბრძანებების მომზადება
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა;
** სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა;
** კორესპონდენციის სრული ციკლის უზრუნველყოფა. შემოსული და გასული კორესპონდენციის ელექტრონულ სისტემაში გატარება ინსტრუქციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილის (ინტერიერის, ტექნიკური საშუალებებისა და ა. შ.) მოწესრიგება;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ცოდნა ოფისში მოსული მომხმარებლებისთვის ნათლად და გარკვევით პასუხების გასაცემად ან კომპეტენტურ თანამშრომელთან გადამისამართება ინფორმაციის მისაღებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან სპეციალიზებული განათლება ნებისმიერ სფეროში;
** სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel.

პროფესიული და პიროვნული უნარები:

** პუნქტუალურობა;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარები;
** ორგანიზაციული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: HR@araligroup.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |