www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექოსკოპისტის თანაშემწე
მომწოდებელი: Medical House
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ექოსკოპისტისთვის დახმარების გაწევა პაციენტის მიღებისას;
** პაციენტისთვის ექოსკოპიური კვლევის დასკვნის მომზადება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაციის უნარი;
** სერვისზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა;
** მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 01 მარტი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 600 ლარი
მისამართი: თბილისი, ბერბუკის 7

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@medicalhouse.ge და მიუთითეთ ელფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

ტელ: 2 330833
ვებგვერდი: http://www.medicalhouse.ge/

შპს "საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |