www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2000 ლარამდე (კვალიფიკაცია-მოლაპარაკების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარის მართვა;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** დანადგარის მოვლა-შენახვა;
** დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა, აღმოფხვრა და/ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
** სავალდებულო დოკუმენტაციის დროული მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ზოგადი და/ან პროფესიული განათლება;
** დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** სტამბაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** გამოსაცდელი ვადა

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, 5 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 212 20 30 (შიდა ნომერი - 1015);

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დანადგარის ოპერატორი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |