www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურიერების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.

"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ კურიერების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500₾

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის კურიერების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
** ფილიალის კურიერების დისციპლინის მუდმივი კონტროლი;
** დღის განმავლობაში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება (მაგ: მოპედის დაზიანება; ტერმინალის დაზიანება და სხვ.);
** მიტანის სერვისით დაფიქსირებული შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება;
** კურიერების მიერ, დღის დახურვისა და სხვა საჭირო აქტების სრულყოფილად შევსების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მიტანის სერვისთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიური ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

შერჩევის პროცესი:

I ეტაპი - გასაუბრება HR-თან;
II ეტაპი - ტესტირება;
III ეტაპი - გასაუბრება განყოფილების ხელმძღვანელთან და HR მენეჯერთან.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში:

** Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
** Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
** Instagram: https://www.instagram.com/madart_madart/
** Tik Tok: https://www.tiktok.com/@madartbakery?_t=8gmNhWXbggl&_r=1
** Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/
** ვებ გვერდი: https://madart.ge/

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |