www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

საკვები პროდუქტების კომპანია შპს "დისტრიბუცია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მანქანის დატვირთვა ზედნადებით გათვალისწინებული პროდუქციით და ზუსტი რაოდენობების მონიტორინგი;
** ყოველდღიური მარშრუტის თანმიმდევრობით დაგეგმვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** პროდუქციის დროულად მიწოდება ობიექტებზე და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ჩამოწერილი პროდუქციის მობრუნება და საწყობში მოტანის უზრუნველყოფა;
** მანქანის გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელთან და შეკეთებაზე პასუხისმგებელ პირთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მექანიკის მართვის გამოცდილება;
** სასურველია რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, შაბათ-კვირას დასვენება;
** მდებარეობა: თბილისი;
** ანაზღაურება: 1500 ლარამდე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ ფოსტაზე: khatiasimonishvili@gmail.com და "subject"- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 592 00 55 29.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |