www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო.

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.

მდებარეობა-თბილისი.
გრაფიკი-ყოველ მეორე დღეს 09:00-საათიდან 21:00-საათამდე
ანაზღაურება: 600 ლარი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** უზრუნველყოს განყოფილების სისუფთავის დაცვა;
** ყოველდღიურად დაალაგოს განყოფილება:
** ჰოლი,
** ინვენტარის სისუფთავის დაცვა,
** ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება.
** მოწესრიგება და სველი წერტილების საჭიროებისამებრ აღჭურვა;
** ნაგვის დროული გატანა;
** სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება.
** ჰოლში არსებული სანაგვე ცელოფნების შემოწმება შეცვლა;
** თვეში ერთხელ მოიმარაგოს საწმენდი საშუალებები;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 6 მარტამდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |