www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მატექს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას თბილისში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი);
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან;
** სტაჟირება: ორი კვირა (ანაზღაურებადი).

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** კომპანიაში არსებული და ახალი პროდუქციის შესწავლაში მაღალი ჩართულობა;
** გაყიდული პროდუქციის ადგილზე დეტალურად შემოწმება და შეფუთვა;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
** გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის სტენდებზე განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი ან უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ტექნიკის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოტივირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mateks.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |