www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეპი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "GeoPaper", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან უზრუნველყოფს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტს.

ფუნქცია მოვალეობები:

** ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
** პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი;
** არსებულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება/გაწევა;
** როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია;
** გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ენუქიძის #7
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1800 + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@geopaper.ge. გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენენჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |