jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" თემქის და ნავთლუღის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე.

ჯიბე "Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1150-1400 ლარი

უფროსი მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
** მოლარის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
** სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |