jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბარ-მენეჯერი
მომწოდებელი: Dreamland Oasis in Chakvi
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბარ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ჩაქვი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით ბარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია/მიზნების დასახვა, სამუშაო პროცესის, პროდუქტის გაუმჯობესებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით;
** ბიზნესის წარმატებით ოპერირებისა და განვითარების მიზნით, მუდმივი ჩართულობა დასახული გეგმების შესრულებასა და ახალი პროდუქტების შემუშავებაში;
** შემოსავლების ზრდაზე და მოგების მაქსიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება;
** ობიექტზე არსებული ბარების ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა;
** ბარებში მიმდინარე ყველა აქტივობის მონიტორინგი, ყველა სტანდარტის დაცვით;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის სწორი კოორდინირება და გადანაწილება სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
** სასმელების ასორტიმენტის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კოლეგიალურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** რამდენიმე დავალების ერთად შესრულების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ მათი განახლება, ცვლილება ან განადგურება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |