jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 23 ივნისი

კომპანია "სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ექსპორტის ოპერაციების გადამოწმება და დებიტორზე მოთხოვნის აღრიცხვა;
** გაწეული სერვისების ფაქტურების გამოწერა და პროგრამაში აღრიცხვა;
** უცხოური სერვისების გადასახადების იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
** იმპორტის ოპერაციების გადამოწმება და კრედიტორზე ვალდებულების აღრიცხვა;
** გადასახდელი ვადადამდგარი საბაჟო გადასახდელების იდენტიფიცირება და გადახდაზე შესაბამისი კომუნიკაცია;
** კომპანიის ახალი მარაგებისა და დებიტორ-კრედიტორების დარეგისტრირება;
** ვადაგასულ პროდუქციაზე შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება შემოსავლების სამსახურთან;
** ადგილობრივი შესყიდვების (მარაგები) შემოწმება და კრედიტორზე აღრიცხვა;
** გახარჯული საწვავის შედარება და აღრიცხვა;
** დებიტორ-კრედიტორების საკურსო სხვაობების იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
** გახარჯული სარემონტო/კაპიტალიზირებადი მარაგების აღრიცხვა;
** საწყობების პერიოდული გადამოწმება;
** კომპანიის დაუდასტურებელი (მოსალოდნელი) ხარჯების აღრიცხვა და მათი დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ტრანზაქციების განხორციელება;
** წინასწარ გაწეული ხარჯების იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
** მოსალოდნელი ქონება/მიწის გადასახადების აღრიცხვა;
** წყლის ლიცენზიების რეპორტების წარდგენა;
** მოპოვებული წყლის ოდენობის აღრიცხვა;
** მოსაკრებლების აღრიცხვა;
** დაზღვევის ხარჯების აღრიცხვა;
** სამივლინებო თანხების კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად აღრიცხვა;
** ბანკის ტრანზაქციების აღრიცხვა;
** დაუმთავრებელი და მზა პროდუქციის აღრიცხვის კონტროლი;
** რეცეპტურების შედარება ფაქტიურ შედეგებთან;
** საწარმოო ტრანზიტების კონტროლი;
** საწარმოო მარაგების და დანაკარგების აღრიცხვა და რეპორტინგი;
** ინვენტარიზაციის შედეგები: შედარება და სხვაობების ასახვა პროგრამაში;
** სხვადასხვა ყოველდღიური დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია: Exact Globe);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Outlook)

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება, ხარისხი და სიზუსტე.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 23 ივნისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |