jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ცენტრალური საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Wendy`s Georgia
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ამერიკული რესტორანი "Wendy`s" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სხვა ვაკანსიების სანახავად გადადით ბმულზე: https://wendys.ge/job-openings/

ლოკაცია: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის #25
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციისა და ძირითადი საშუალებების მიღება/გაცემა, მითვლა და დასაწყობების ორგანიზება;
** საწყობში არსებული პროდუქციისა და ძირითადი საშუალებების რესტორნებში გასაგზავნად მომზადება და ტრანსპორტირების ორგანიზება;
** საწყობში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტის, ბრენდებს შორის არსებული ხარისხობრივი უპირატესობების ცოდნა;
** საწყობში არსებული პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** საწყობში არსებული პროდუქციის კონდიცირებისა და შენახვის სტანდარტების კონტროლი;
** საწყობში არსებული პროდუქციისა და ძირითადი საშუალებების დასტიკერება;
** საწყობის სასაქონლო მარაგების მუდმივი კონტროლი;
** საწყობში პროდუქციისა და ძირითადი საშუალებების შემოსვლისა და გასვლის დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
** რესტორნების მარაგების მუდმივი კონტროლი და პრობლემის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზების მოძიება;
** საწყობიდან რესტორნებში ძირითადი საშუალებების პროგრამული გადაადგილება და გადაწერა;
** საწყობში სისუფთავისა და წესრიგის დადგენილი სტანდარტებით უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესში პრობლემის არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** აქტიური კოორდინაცია რესტორნის ადმინისტრაციასთან გადაზიდვების ოპტიმალურად დაგეგმარების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამებში (Apex) მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე career@wendys.ge.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Wendy`s Georgia-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: career@wendys.ge.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |