jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა თრაქ ენდ ბასი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** საწყობში საქონლის მიღების, დახარისხებისა და თაროებზე განთავსების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
** საწყობში არსებული ნაშთის გეგმური დათვლა;
** შეკვეთების გამზადება;
** საწყობში პროდუქციის აღწერა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია საწყობის მიმართულებით გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების, MS Office ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1420

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |