jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შემომყვანი ტურისტული კომპანიის მენეჯერი
მომწოდებელი: მირა ჰოტელი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "მირა ჰოტელსი" წარმოადგენს სასტუმრო - რესტორნების მმართველ კომპანიას, რომელიც მენეჯმენტს უწევს სასტუმრო "რივერსაიდს", "ტიფანის" რესტორნებს და "მირა თრეველს"

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი "ტიფანი ბარი" გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში "ტიფანი ტერასა".

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: Travelers Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021, 2024 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია, ასევე, სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

შპს "მირა ჰოტელსი" აცხადებს ვაკანსიას "Mira Travel"-ის შემომავალი ტურისტული კომპანიის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ტურ პაკეტების შექმნის უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვებით სრულად უზრუნველყოფას;
** კარგ ანაზღაურებას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@riverside.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |