jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების გუნდის წევრი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"კინგსის" პროდუქტების გაყიდვის გუნდში შენთვის ადგილი შემოვინახეთ, შეავსე ფორმა: https://forms.gle/tcN6sokcW5aDZfZi6

"კინგსის" დაარსების დღიდან, 2012 წლიდან, მის მიზანს არაფორმალური განათლებისა და ცოდნის დონის ზრდა წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციასა და წახალისებას ემყარება. "კინგსი" ცდილობს მუდმივად განახლებადი, ინოვაციური, თანამედროვე პროექტებისა და პლატფორმების დანერგვას და მიზანმიმართულად უწყობს ხელს ხარისხიანი განათლების დონის მიღწევას.

და თუ არაფორმალური განათლების სფერო გაინტერესებს, შემოგვიერთდი.

პირობები:

** ლოკაცია: დელისის მეტროსთან ახლოს, ოფისიდან;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები პროექტებიდან
** მეგობრულად განწყობილ გუნდსა და გარემოზე, ძალიან საინტერესო საქმიანობაზე გაცნობისას ვისაუბროთ.

და ჰო, გამოცდილება აუცილებელი არ არის, მთავარია მოტივაცია და დანარჩენს ადგილზე შეგასწავლით.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეავსეთ ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება: https://forms.gle/tcN6sokcW5aDZfZi6 ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@kings.ge.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |