jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: საკონდიტრო ბელა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!

შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:

https://www.facebook.com/tortibela
https://www.instagram.com/patisserie_bela/
https://www.tiktok.com/@belastorti

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე);
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე პასუხი;
** შემოსული ზარებისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებლებისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთების მიღება;
** მიღებული შეკვეთების დეტალურად/სიზუსტით პროგრამაში ასახვა;
** მომხმარებელსა და დეკორატორ-დიზაინერებთან აქტიური კავშირი;
** მონაცემთა ბაზების ყოველდღიური განახლება;
** ყოველდღიურად მომხმარებლებში გამოკითხვის ჩატარება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რუსული, ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |