jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C ERP სისტემის სპეციალისტი
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

კომპანია "OneSoft" აცხადებს 1C ERP სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე ტექნიკურ დეპარტამენტში.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "OneSoft" წარმოადგენს 1C ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. პორტფელში აერთიანებს მრავალფეროვან პროდუქტებს (www.erpstandard.ge; www.1cloud.ge; www.erpcompact.ge), ასეულობით ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.1soft.ge

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კომპანიაში 1C ERP სისტემების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** მომხმარებლის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არსებული საკითხების ლოგიკური და სისტემური ანალიზი, საკითხების გადაჭრა;
** 1C ERP სისტემების ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა 1C ERP სისტემაში მუშაობის დროს;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე ოპერატიული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რგოლებთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;
** 1C ERP სისტემების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი (მუშაობის ჰიბრიდული სტილი).
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: განისაზღვრება აპლიკანტის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელფოსტაზე info@1soft.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 1C ERP სისტემის სპეციალისტი ტექნიკურ დეპარტამენტში.

"OneSoft" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |