სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მცხობელი.
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13
ძირითადი მოვალეობები:
** რეცეპტების მიხედვით კალკულაციების გაკეთება;
** ცომეულის მომზადებისას კალკულაციისა და გრამაჟის დაცვა, მიმდინარე მენიუს შესაბამისად;
** ცომეულის სხვადასხვა სახეობის დროულად და ხარისხიანად გამოცხობა;
** მენიუში არსებული საცხობი პროდუქციის ცხობა/მომზადება დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად;
** შესაბამისი ტექნიკის მოხმარება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის და ყველა მასში შემავალი ნედლეულისა თუ შიგთავსის ცოდნა, მათი ვადების კონტროლი;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ჰიგიენური წესების, სურსათის უვნებლობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სასურველია პროფესიული განათლება.
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 16:00
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს დაზღვევით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: tursahr@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მცხობელი"
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.