jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მართვი ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 26 აგვისტო / განცხადების ვადა: 26 სექტემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს. "ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირებისა და კომპენსაციების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კორპორატიული რეგულაციების შექმნის კოორდინირება-დანერგვა;
** კომპანიის შინაგანაწესის, ხელშეკრულებებისა და ბრძანებების შრომის კოდექსთან თანხვედრის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტბრუნვის ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგი;
** ინფორმაციის აღრიცხვის სტანდარტების შემუშავება და კონტროლი;
** HR ადმინისტრირების პროცესების მართვა (თანამშრომელთა ხელშეკრულებების, ბრძანებების, სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება. შვებულებების, მივლინებების, სამუშაო დროის აღრიცხვის, თანამშრომელთა დისციპლინის, სამუშაოს შესრულების მართვა. ზეგანაკვეთური საათების აღრიცხვა და ა.შ.)
** HR პროგრამული სისტემის მართვა;
** პროცესების პერიოდული ანალიტიკა გამარტივების მიზნით და შესაბამისი დეველოპმენტის კოორდინირება;
** ორგანიზაციული განვითარების შესაბამისად ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება;
** სტრუქტურული ერთეულებისთვის დებულებების შემუშავებაში ჩართულობა;
** სამუშაო აღწერილობების შექმნისა და განახლებისა პროცესის მართვა;
** სახელფასო გრეიდებისა და რეინჯების განსაზღვრა;
** ფეიროლის მართვა;
** ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული წლიური ბიუჯეტის შედგენა და დადგენილ ვადებში უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა - შეთანხმება;
** გუნდის მართვა: გუნდის წევრებისათვის ფუნქციების გადანაწილება და კოორდინირება; საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლების მენტორინგი; თანამშრომლებისთვის უკუკავშირის მიწოდება;
** მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
** ყოველთვიური გეგმებისა და შესაბამისი ბიუჯეტის წარმოდგენა;
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა ტრეიდი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "HR ადმინისტრირების განყოფილების ხელმძღვანელი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |