სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** კორპორატიულ დაზღვევას;
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული სამუშაო პროცესების ვიდეო მონიტორინგი;
** მომხდარი დარღვევების შესაბამისი იდენტიფიცირება;
** დარღვევების რეესტრის წარმოება;
** ვიდეო ჩანაწერების დაარქივება;
** გამოვლენილი დარღვევების ან პრობლემების შესახებ რეპორტების მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 სთ-იანი ცვლა (შესვენება 4 საათი);
** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა N1;
** სამუშაო ანაზღაურება: 800 ლარი;
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/v9u56uxhw7u9zfjh
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!