"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის ერთ ვაკანტურ პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: დაცვის თანამშრომლები სამუშაო მოვალეობას ახორციელებენ სკოლაში დადგენილი გრაფიკის შესაბამისად (ცვლებში მუშაობა).
ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
** სკოლის შიდა და პერიმეტრის კონტროლი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით;
** სკოლის ვიზიტორთა კონტროლი (სკოლის შენობაში შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა);
** სკოლის ტერიტორიაზე კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
** პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - ბინადრობის მოწმობის ასლი);
** რეზიუმე;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შესაბამისი მიმართულებით სერტიფიკატი/სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gast.edu.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!