კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00.
(დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედია სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება
** ბრენდის ქვეშ შემავალი სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, Linkedin) ყოველკვირეული რეპორტინგი
** სოციალური ქსელების კონტენტზე მუშაობა დიზაინერთან ერთად, ბრენდის გაიდლაინების დაცვით.
** სოციალური მედია კალენდრის გაწერა, თითოეული პლატფორმისთვის
** ახალ სამიზნე აუდიტორიაზე მუშაობა,
** სოციალური მედიის ბიუჯეტის სწორად მართვა და ეფექტური ედვერთაიზინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** Facebook Ads, Business Manager-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Google Ads, Google Analytics-ის ცოდნა სასურველია;
** Photoshop - და სხვა საჭირო პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.