jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

კომპანია "სფეისკარგო" აცხადებს ვაკანსიას მაღალი მოტივაციის მქონე და შედეგებზე ორიენტირებულ ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

"სფეისკარგო" გახლავთ გადამზიდი კომპანია, რომელიც 11 წლიანი გამოცდილებით, წარმატებულად ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების გადაზიდვას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში. (იმპორტი, ექსპორტი). გვაქვს საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

კომპანიის ძლიერმა გუნდმა, თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა, რომლითაც ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ბიზნესის განვითარებაში.

"სფეისკარგოს" აქვს უამრავი შესაძლებლობა წინსვლის და ახალი მწვერვალების დაპყრობის, რისთვისაც საჭიროებს კვალიფიცირებულ მენეჯერს, რომელიც შემოიტანს ახალ სიტყვას, იდეებს და ინოვაციებს ბიზნესის სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე ზრდის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე. პარტნიორებთან და კლიენტებთან ძლიერი ურთიერთობების დამყარებაზე, კომპანიის გუნდის გაძლიერებასა და საერთო მიზნებისკენ სწრაფვაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:

** ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
** სტრატეგიული ხედვიდან და ბიზნესის საერთო სურათიდან გამომდინარე მიზნებისა და ამოცანების დასახვა, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით;
** ბიზნესის განვითარებისა და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე სტრატეგიაში შესაბამისი ოპერაციული ცვლილებების შეტანა;
** ბაზრის პერიოდული ანალიზი, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით;
** საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა;
** ბიუჯეტირება და ფინანსური მიზნების განსაზღვრა;
** პროექტის განვითარებაში ჩართული ჯვარედინა ჯგუფების მართვა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნესის განვითარების, პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა; სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გუნდის მართვის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები, უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მიღებული ინფორმაციის სწრაფი დამუშავება და დოკუმენტირების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** მოქნილობა და ტაქტიკური მიდგომა საქმისადმი;
** ძლიერი ლიდერული უნარები;
** პროექტის დედლაინებში მართვა და დროის მენეჯმენტის;
** კომპლექსური დავალებების მართვა;
** საქმისადმი ინოვაციური მიდგომა და მუდმივად სიახლეების ძიების უნარი;
** დელეგირების უნარი;

ბენეფიტები:

** ანაზღაურება: პირადი მოლაპარაკების საფუძველზე;
** კონკურენტული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საბონუსე სისტემა განხორციელებულ პროექტებზე;
** სპეც. ტარიფები კომპანიის სერვისებზე;
** გუნდური და კომფორტული გარემო;
** წინსვლის და განვითარების მაღალი შესაძლებლობები;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი პარასკევის ჩათვლით 10:00-18:30, შაბათი - 11:00-15:00
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 30 ა. სფეისკარგოს სათაო ოფისი.

თუ ხართ მოტივირებული ბიზნესის ზრდის, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენით, თუკი ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებში დაინახეთ თქვენი თავი, გეძლევათ შანსი ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და შემოუერთდეთ მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. ერთად მივაწვდინოთ ჩვენი ხმა კოსმოსს!

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@spacecargo.ge. გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |