jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - დღის ცვლა
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის ცვლა).

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხით ან მე-4 კურსის სტუდენტი,
** სასურველია საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში,
** მსგავს პოზიციაზე ან საფინანსო სფეროში მინიმუმ 4 თვიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

** ორგანიზებული;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** პრობლემების იდენტიფიცირების და რეაგირების მიღების უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების და წერილობითი კომუნიკაციების მიღება და ზარის/წერილის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისი რეაგირება;
** მომხმარებლების მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** მომხმარებლების პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება;
** განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20.09.24წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |