სს სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს დროებით ვაკანსიას კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** დაზღვეული იურიდიული პირების მომსახურება;
** კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
** კლიენტის მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება;
** იურიდიული პირების კონტრაქტების დებიტორული კონტროლი;
** კლიენტებისთვის გადახდებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** MS Excel ცოდნა;
** სასურველია, კლიენტების მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (კლიენტებთან აქტიური შეხება და მათი მომსახურება);
** სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორატიული კლიენტების მომსახურების ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 3 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/.