jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: Izi Box
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

კომპანია "IZI BOX" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კურიერის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით.

"IZI BOX"-ი არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს, საქართველოს მასშტაბით.

"IZI BOX"-ი დიდი გამოცდილებით გამოირჩევა ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს სწრაფ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://izibox.ge/

ძირითადი პირობები:

** დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი, ურეკის ქუჩა;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 14:00 - 23:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი, ჯამურად 1500 - 2500 ლარი;
** საწვავის ანაზღაურებას უზრუნველყოფს კომპანია;
** მობილურზე სასაუბრო ულიმიტო პაკეტი.

ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი!
** მცირე მეწარმის დამდასტურებელი საბუთი! (არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია სტატუსის მინიჭება)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** თბილისის უბნებისა და ქუჩების ცოდნა;
** ლოიალობა და სერვისულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა - ვენდორების მისამართებიდან პროდუქციის წამოღება და ადრესატამდე მიტანა;
** საწყობიდან მომხმარებლების მისამართებზე ამანათების მიტანა;

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |