"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას კარდიო-ინტენსიურის ექთნის პოზიციაზე.
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
განყოფილება: კარდიო-ინტენსიური
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
** ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კარდიო-ინტენსიურის ექთანი" ან დაგვიკავშირდით მითითებულ მობილურის ნომერზე