ჯეო სქაი აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის მიმღებში შემოსული სტუმრის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** კომპანიაში მომუშავე თანამშრომელთა აღრიცხვა;
** სტუმრის საჭიროებების სწორად განსაზღვრა და გადამისამართება კონკრეტულ დეპარტამენტში;
** შემოსული სტუმრების აღრიცხვის წარმოება;
** სატელეფონო საუბრების ეფექტურად წარმართვა;
** კომპანიაში სტუმრის ვიზიტის დაგეგმვა, ზუსტი დროის მითითებით;
** ყველა საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა;
** კომპანიაში დაგეგმილი ვიზიტის შეხსენება, საკონტაქტო ზარის განხორციელება ვიზიტის შეხსენების და დაზუსტების მიზნით;
** ყველა სხვა დაკავშირებული ფუნქცია/მოვალეობა, პოზიციიდან გამომდინარე;
** ყველა სახის საკურიერო კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** გამართული მეტყველება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** სიახლეების მარტივად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
** კარიერულ ზრდას და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** ფიტ პასით სარგებლობა
დაინტერესებული კანდიდატები რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: hr@airgeosky.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.